რატი იონათამიშვილი - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ოპოზიციის მხრიდან დისკუსია პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დისკუსია მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ტაქტიკით ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს კარგავს.

„ვფიქრობ, ოპოზიციას არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დაუსახელებია ამ ინიციატივების განხილვის დროს, ისინი მხოლოდ პოპულისტური კომენტარებით გამოდიან. ის ცვლილებებით, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა, ერთი ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო მეორე ნაწილი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულ სტანდარტთან, როდესაც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უფრო გამკაცრებული მიდგომაა კანონის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ აქვთ უფლება, პრეზიდენტს შეხვდნენ და პრეზიდენტიც ვალდებულია, ისინი მიიღოს, ეს პროცესი მინდა დადებითად შეავაფასო, მაგრამ დისკუსია ამასთან დაკავშირებით არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესია. ასეთ ტაქტიკით ოპიზიცია როგორ კარგავს რეიტინგს, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს და მალე საკუთარ თავზე იგრძნობს“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რედაქცია სრულ ჰარმონიზაციაშია შეთანხმების დოკუმენტთან და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო