პრაღის "სკლენაკის" გალერეაში გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის "სკლენაკის" გალერეაში გაიხსნა გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი", რომელიც 30 მაისამდე გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტუმები.

„გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ონდრეი სვობოდას და "ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო