გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან

ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდოამრე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა.

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სვლებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიურ თავმჯდომარეს. თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში ვერ გააგრძელებს პოლიტიკური აქტივობას და თუ გამოვა ციხიდან, გირაოს სახით, ან ამნისტია შეეხება ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუმცა პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ნიკა მელიას რწმენას, როდესაც ის ამბობდა, „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ წინ დიდი გამოცდა ელოდა, მან არ დაიჯერა და აი შედეგიც, ახლა გადაწყვეტილება მასზეა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს რა იქნება მისი გადაწყვეტილება, მთავარია, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დღის წესრიგი დააწესეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარების გზა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა