დავით მათიკაშვილის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი თანხმობა ამნისტიის საკითხზე საჭირო არ არის.

„ყველა მცდელობა, თითქოს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მხრიდან დაინიცირდა, შეიცავს რაიმე სახის დამატებით მოთხოვნას ან დამატებით თანხობას ამნისტიის მიმღებლობაზე. არანაირი თანხმობა ამნისტიის საკითხზე საჭირო არ არის. ერთადერთ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პირი მიიჩნევს, რომ მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია, ამის უფლება აქვს, ეს ყველაფერი დააფიქსიროს და შემდგომ გააგრძელოს სასამართლო დავა, ანუ ისარგებლოს საკონსტიტუციო უფლებით, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ნიშნავს. აქედან მკაფიოდ გამომდინარეობს, რომ არანაირი დამატებითი დოკუმენტი ან თანხმობის მიცემის გათვალისწინება ამნისტიის აქტით არ ხდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ რომელიმე პირი თანახმა არ არის მის მიმართ გავრცელდეს აქტი. შარლ მიშელის შეთანხმება გახლავთ პოლიტიკური დოკუმენტი, ის ითვალისწინებს პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციას, მათ შორის ამნისტიის აქტის მიღება არის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მხრეებმა აიღეს, თუმცა სამართლიანობის პრინციპი ცხადია, ჩრდილში არ უნდა იყოს დატოვებული“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროქტის ვერსია დისკრიმინაციულია.

„ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროქტის ვერსია ითვალისწინებს ერთგვარ დისკრიმინაციულ მიდგომას პოლიციელებთან მიმართებით, გარკვეუწილად, ეს შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც ერთი მხრივ, მოქალაქის თანხმობა კანონმდებლობით გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუკი ბრალი პოლიციელს მიუძღვის, მაგრამ თუკი პოლიციელია დაზარალებული, მისი თანხმობა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ამნისტიის აქტით არ არის. აშკარად იკითხება დისკრიმინაციული მიდგომა. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი მიდგომებისგან უნდა იყოს დაცლილი ამნისტიის აქტი იმისთვის, რომ ის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებას პასუხობდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა