ლევან იოსელიანი - ვასაძის განცხადებებიდან ბევრი რამ არ მომწონდა, დაველოდები რა გზავნილები ექნება - ვნახოთ, ადამიანები იცვლებიან

ვასაძის განცხადებებიდან ბევრი რამ არ მომწონდა, თუმცა, დაველოდები რა გზავნილები ექნება. ვნახოთ, ადამიანები იცვლებიან,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რამდენად გეგმავს პოლიტიკაში ლევან ვასაძე სხვა განაცხადის გაკეთებას, თუ აპირებს ის აქტივობა, რაც საზოგადოებრივ მოძრაობაში ჰქონდა, პოლიტიკაში გადაიტანოს.

"საქართველოს კანონმდებლობით ყველას აქვს უფლება მოვიდეს პოლიტიკაში, მათ შორის ლევან ვასაძესაც. ჯერჯერობით გამიჭირდება წინასწარ შევაფასო პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ჯერ არც გადაუდგამს. მისი განცხადებებიდან ბევრი რამ არ მომწონდა, არ მომწონს დღესაც, თუმცა, დაველოდები მისი პოლიტიკური განაცხადი ვისზე, რა ტიპის ამომრჩეველზე იქნება გათვლილი, რა გზავნილები ექნება. ის, რასაც აკეთებდა თავის საზოგადოებრივი აქტიურობით, ბევრი რამ არ მომწონდა, დღესაც არ მომწონს, თუ ყველაფრის გადმოტანას აპირებს პოლიტიკაში ეს სხვა საკითხია, თუ აპირებს დატოვებას იმ თავის საზოგადოებრივ საქმიანობაში და პოლიტიკაში აპირებს სხვა ტიპის განაცხადის გაკეთებას, სხვა საკითხია დაველოდები, ვნახოთ ადამიანები იცვლებიან,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქმნის საზოგადოებრივ მოძრაობას - "ერთობა, რაობა, იმედი", რომელიც დიდი ალბათობით პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა