ნიკა მელიას ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის წევრები ხვდებიან. რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგრიგობით მიდიან. ნიკა მელიას ამ წუთებში კობა ნაყოფია ხვდება. მანამდე, ნიკა მელია ხატია დეკანოიძემ მოინახულა. დღესვე ნიკა მელიასთან შეხვედრას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიაც გეგმავს.

„ზოგადად, უნდა დაველაპარაკო და უნდა მოვინახულო, თავს როგორ გრძნობს, რას ფიქრობს“,-განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ნაყოფიამ ჟურნალისტებს.

ნიკა მელიას მოსანახულებლად იმყოფებოდა ასევე მისი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ამნისტიის შესახებ კანონპროექტია, რასაც ნიკა მელია ეწინააღდმდეგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს