ალეკო ელისაშვილი - ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებს - ის არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე

პრორუსს ადამიანებს, დეკლარირებულ რუსულ აგენტურას საქართველოში რაც უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამით უფრო ბედნიერი ვიქნები, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ლევან ვასაძის განცხადებას.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, "ვასაძე არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე".

"ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებს. ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც პუტინთან ხელგადახვეული იდგა და ამით დღემდე ამაყობს. მეორე აგერ, ვასაძე ისეთ ხალხთან მეგობრობით ამაყობს "ნა ტბილისიო", რომ მოუწოდებდა ტანკებს 2008 წლის ომის დროს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა - "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა