დავით მათიკაშვილი ლევან ვასაძეზე - თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა

თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები წარმოადგენს საზომს, თუ ვის უჭერს მხარს ქართული ელექტორატი.

„ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი კანონმდებლობისა და კონსტიტუციიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის დაკმაყოფილებულია. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, თუ ვის უჭერს მხარს ქართული ელექტორატი. ასე, რომ თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა - "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა