გიორგი ვაშაძე - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოჰყვება ის ალტერნატიული წინადადებები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადებები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს გამოიყენებს.

"სამ საკითხზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან: პირველი -"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე" , მე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარლამენტში. უკეთესი იქნება თუ ვეტოს მექანიზმით დაბრუნდება იგივე ჯარიმის ნიშნულები რაც იყო და რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია. ამ შემთხვევაში თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერეთ კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს იმას, რომ გაზრდილი ჯარიმები აღარ იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.

მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ იყო ზაზა გახელაძის საკითხი. ჩვენ გუშინ შევხდით მის ოჯახის წევრებს და პრეზიდენტსაც შეხვდნენ ისინი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულებით კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი თანამემამულე.

მესამე საკითხი იყო ამნისტიაში ჩანაწერი ნიკა მელიაზე. ვფიქრობ, აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ პრეზიდნეტთან, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. ჯერ პოზიცია არც ერთ საკითხთან არ დაუფიქსირებია ზურაბიშვილს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ამიტომ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადებები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. ნამდვილად არ ვიცით რა იქნება ალტენატიულ წინადადებებში. ჩემი პოზიცია რა შემთხვევაში დავუჭერ მხარეს ვეტოთი შემოთავაზებულ წინადადებებს არის ის, რომ თუ დაბრუნდება იგივე ნიშნულზე ჯარიმები და ფაქტობრივად, გაუქმდება მისი საჯარიმო სანქციების ზრდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხარეს დავუჭერთ" , - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა