დავით მათიკაშვილი - მგონია, ერთი წელი რომ დაცლოდა სააკაშვილს, დავით გარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან

მგონია, ერთი წელი რომ დაცლოდა მიშა სააკაშვილს, დავით გარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან და ეს ყველაფერი უკუღმა იქნებოდა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თქმითაც, ერთი წელი რომ დაცლოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და „გარეჯი იქნებოდა ბოლომდე, მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი“.

მათიკაშვილის თქმით, დავით გარეჯი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საერთოდ საქართველოს იურისდიქციიდან გასულიყო და ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა.

„მიშა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც საქართველოში დატრიალდა. გარეჯთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეზე ცხადია, თავისი პასუხები გაცემული იქნება, მაგრამ არის ფაქტები, რომელიც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცის. პროცესი მიდიოდა იქითკენ, რომ შესაძლოა ამ ტერიტორიის საერთოდ ჩვენი იურისდიქციიდან გასვლა გამოეწვია. ეს შეჩერდა სწორედ იმ აქტიური ქმედებებით, რაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გაკეთდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ, მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან აუცილებლად მოიძებნება შემხვედრი გზები, რომელიც ამ პრობლებას ღირსეულად და სამართლიანად მოაგვარებს“, -განაცხადა მათიკაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა