კობა ნაყოფია - გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება

მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში მონახულეების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ის საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდება და „სწორ გზას დაადგება“.

„ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის მხრიდან, როდესაც ნიკა მელია ციხეში ზის. ადამიანი ციხეშია და ის უკე მომავალ არჩევნებზე საუბრობს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, სიმართლე გითხრათ, დიდად, ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა. ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი არ არის, რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება“ ,- განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება ნიკა მელიას სამომავლო გეგმებს, როგორც კობა ნაყოფია აღნიშნავს, მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე.

„პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“,-განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, დღეს ნიკა მელიასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთი და იმავე სტრატეგიით მონაწილეობს არჩევნებში, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს.

„ცენტრს მესამე იმიტომ ჰქვია, რომ ორპოლუსიანი სისტემის ალტერნატივა შეიქმნას, ეს არის გამარჯვების გზა. გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს, ეს ვერ მოხდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა