კობა ნაყოფიას ინფორმაციით, დააყენებს თუ არა ნიკა მელია საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერობაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორც მან ციხეში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მელია გეგმავს, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან და პარტიულ აქტივთან გამართოს კონსულტაციები.

„რაც შეეხება ნიკა მელიას სამომავლო გემებს, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას თბილისის მერობაზე, ამ თემებზეც ვისაუბრეთ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს. პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, დღეს ნიკა მელიასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არ უსაუბრია.

„გინდათ სიმართლე გითხრათ, ამაზე არ გვისაუბრია. რატომ უნდა დავაკარგვინო ჩემს მეგობარს დრო იმაზე, რაც ვიცი. ამაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, როდესაც ეს ადამიანი თავისუფალი იქნება, დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ“, -განაცხადა ნაყოფიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს