ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობა ექნებათ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მედიასაშუალებებიც ჩაერთვებიან.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, მედიასაშუალების წარმომადგენლებს სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება ექნებათ.

მინისტრის განმარტებით, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მსურველთა სიები უნდა მიაწოდონ, რომლის მიხედვითაც მოხდება მედიასაშუალებების ორგანიზებული ვაქცინაცია.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ თქვენ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უკვე მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს და ასევე, მოგმართავთ უკვე ოფიციალური წერილით, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ იმ დადასტურებულ სიებს, რის მიხედვითაც, ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო