ხათუნა სამნიძე - ჩემთვის მთავარია, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორის პოზიცია

ვთხოვეთ, პრეზიდენტს ვეტო დაადოს კანონს და მოხდეს ცვლილების გადახედვა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამნიძემ განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პრეზიდენტი დაადებს თუ არა ვეტოს მისთვის უცნობია.

„ვთხოვეთ, პრეზიდენტს ვეტო დაადოს ამ კანონს და ამ ცვლილების გადახედვა მოხდეს. ქალბატონმა სალომემ გაითვალისწინა ეს შეშფოთება, როგორც ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ასევე ჩვენი პარტნიორების. მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ ამ კონკრეტულ ცვლილებებზე და შესაძლებლობებზე. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. კიდევ რა დამატებითი შეხვედრები ექნება მას, მაგრამ ძალიან სერიოზულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ის შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და მოუსმინა მათ. ახლაც და მომავალშიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გადადგას მსგავსი ნაბიჯები და ასეთი დაჩქარებული წესით, დისკუსიის და ჩართულობის გარეშე არ მიიღოს ცვლილებები კანონში.

ჩემთვის მთავარია ფაქტი, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია ოპოზიციის, ასევე ჩვენი პარტნიორის პოზიცია. მიიღებს გადაწყვეტილებას, რა იქნება უფრო სწორი - იმისთვის, რომ ეს ცვლილებები აღარ იყოს ძალაში და ვეტო დაადოს, თუ მომავალში არ იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთი ფორმით იღებს, ასეთ მძიმე ცვლილებებს კანონში. „ქართული ოცნების“ მხრიდან დაჩქარებული წესით ყოველგვარი დისკუსიის გარეშე ამ ტიპის ცვლილების შეტანის შემდეგ, მთავარი გზავნილი რაც მოვისმინეთ იყო ამერიკის საელჩოდან, რომელიც იყო მკაცრი და მიუთითებდა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ცვლილება არ უნდა მიიღოს. უნდა იყოს დისკუსია და ჩართულობა ოპოზიციური პარტიების. ჩვენი მხრივ ხაზი გავუსვით, რომ ასეთი ცვლილება არის კიდევ ერთხელ თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, აქტივისტებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა