ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და სხვა მომსახურების მიღებას. თუმცა, ამავდროულად იზრდება გარკვეული კიბერ რისკებიც.

„ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებს და მოქალაქეებს რეგულარულად მოუწოდებს სიფთხილის გამოჩენისაკენ.

აუცილებელია სიფრთხილე იმ მოწყობილობების მოხმარებისას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ). ასევე, ყურადღება გვმართებს პერსონალური თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემისას (როგორიცაა: პირადი ნომერი, ბარათის პინ კოდი და ა.შ). კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა.

შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა