იაგო ხვიჩია - პრეზიდენტმა ჩემი საუბრიდან ყველაფერი გაიგო - მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ კანონს ვეტო დაედება

მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაედება , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ თემას მნიშვნელოვნად აღიქვამს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა“.

„ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ „დავთაგე“ და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით - თქო. განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, კანონში ცვლილებები მიდრეკილია იმისკენ, რომ ძალოვანი ადამიანების უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანების შემცირდეს.

„ცვლილებები მიდრეკილია იმისკენ, რომ ძალოვანი ადამიანების უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანების შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ პროტესტებს, რომელიც მომავალშია დაგეგმილი, „ქართულ ოცნებას“ წასძლია სულმა. რომ კიდევ უფრო მკაცრი ადმინისტრირების საშუალება ჰქონოდა“, - განაცხადა მან.

ამასთან, ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას ციხიდან გამოშვება, როგორც შერიგებისა და მიტევების აქტი, ისე წარმოედგინა.

ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება წარმომედგინა, რომ უნდა ყოფილიყო, შერიგებისა და მიტევების აქტი. ის ადამიანი, როდესაც ციხიდან გვსაყვედურობს, ეს არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ იქ დავტოვოთ“, - განაცხადა ხვიჩაიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს