შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას უწევს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყურადღება გამახვილდა გლობალურ პანდემიაზე, განათლების სისტემაზე მის გავლენასა და შედეგების დაძლევის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას პანდემიის გავლენის შესახებ ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. ამ მხრივ საინტერესო იყო გერმანელი კოლეგისგან მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა