სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება.

„აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. ასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს