დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეკლესიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობს

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეკლესიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობს. დეკანოზის განცხადებით, ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის მიმართ უდიერი განწყობა თავად გამოხატა, რის შემდეგაც აფექტის მდგომარეობაში მყოფი საერო პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

მისივე თქმით, არავის მიმართ საჩივარი არ აქვს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ გამოძიება არ დაიწყება.

“ეს არის შიდა საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. მე თავად გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც ქრისტიანებს შეშვენით. მე თვითონ ვითხოვე პატიება და ყველაფერი მშვიდად დასრულდა. უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, არ მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად.

არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც იმ ერის ადამიანის და არავის მიმართ. არავინ დამკავშირებია ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ არ დაიწყება მსვლელობა. დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას და ვართ მძიმე მდგომარეობაში, მოვალენი ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავყლაპოთ, ეს არის აუცილებელი“, - აცხადებს თეიმურაზ თათარაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცნობისთვის, რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი და მისი თანმხლებ პირები დაესხნენ თავს.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეკლესიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობს

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო