გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არა მარტო, ძალადობა განახორციელონ პოლიციელებზე

როგორც ჩანს, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არა მარტო, ძალადობა ჰქონდეთ პოლიციელებზე არაერთგზის და ხულიგნობას უნდა მიმართონ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს.

მისი თქმით, ამ საკითხზე „ქართული ოცნებაც“ მზად არის საკუთარი არგუმენტები წარუდგინოს პრეზიდენტს.

„იმ საკითხზე, რაზეც ოპოზიცია იყო პრეზიდენტთან, უპრიანი იქნებოდა, რომ თავდაპირველად საქართველოს პარლამენტში მობრძანებულიყვნენ და საზოგადოებისთვის თავიანთი არგუმენტები არ აეხსნათ და შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ოპოზიცია აპირებს ასე სისტემატურად ხულიგნობას, ძალადობას პოლიციელებზე არაერთგზის, ამ შემთხვევაში შეიძლება გავამართლოთ მათი ასეთი აღშფოთება იმაზე, რომ პოლიციელებზე ძალადობასა და ხულიგნობაზე განმეორებითი შემთხვევებისთვის მკაცრდება სანქციები,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა