არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ხვდება.

სავარაუდოდ, შეხვედრის თემა პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში განხორცილებული ცვლილებებია, რომლის თაობაზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს გამოყენებას ითხოვენ.

გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი მიიღო. პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო