თამარ გაბუნია - სისხლის აქტიური მომარაგების საჭიროება პანდემიის პერიოდის განმავლობაში დგას

სისხლის აქტიური მომარაგების საჭიროება მთელი პანდემიის პერიოდის განმავლობაში დგას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თუ მეტად გააქტიურდებიან სისხლის დონაციის პროცესში ჩართული ადამიანები, ან დამატებით სხვა საჯარო სამსახურები, ეს ძალიან კარგი იქნება.

„სისხლის აქტიური მომარაგების საჭიროება მთელი პანდემიის პერიოდის განმავლობაში დგას. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად ცდილობს დონორების მობილიზებას, საჯარო სექტორი, სხვადასხვა სამსახურები ამაში გვეხმარებიან, ეს არის მიმდინარე პროცესი და ამ ეტაპზე რაც მეტად გაქტიურდება ის ხალხი, ვინც სისტემატურად არის ჩართული დონაციის პროცესში ან დამატებით ორგანიზებული სახით სხვა საჯარო სამსახურები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი დავრჩებით“, -განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა