კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ კინოცენტრში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ხოტივარი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა.

ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა