ISFED - მელიას დაკავებაზე დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს “ოცნების” და მათი მხარდამჭერების განცხადებები მოჰყვა, რაც კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების განცხადებებთან თანხვედრაში იყო

მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს მთავრობის წარმომადგენლების, “ქართული ოცნების” და მათი მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რაც იმავე პერიოდში, კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების განცხადებებთან გარკვეულწილად თანხვედრაში იყო, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული ანტიდასავლური ნარატივების, აქტორებისა და ფეისბუქზე მადისკრედიტირებელი კამპანიის კვლევის ანგარიშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სამი საკვანძო ანტიდასავლური გზავნილი დომინირებდა: აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტერორიზმის მაგალითია და, მოგვიანებით, სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებები მოჰყვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებები ოპოზიციის დევნად მიიჩნევა; მთავრობის დასავლელი კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან;

„ანტიდასავლური ნარატივები აისახა ფეისბუქზეც. კრემლისტურმა და პრო-სახელისუფლებო ანონიმურმა გვერდებმა „ორმაგი სტანდარტის“ გზავნილზე მოახდინეს კაპიტალიზაცია და მელიას დაკავება კაპიტოლიუმთან დაკავშირებულ მოვლენებს შეადარეს.

გარდა ანტიდასავლური ნარატივებისა, პრო-სახელისუფლებო და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა მელიას დაკავება „კანონის უზენაესობისა“ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ დაცვის კონტექსტში წარმოაჩინეს.

მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, ანონიმური გვერდები და პირადი პროფილები, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სულ მცირედით შეიცვალა — ის იმავე პერიოდში 3%-ით შემცირდა.

მართალია, „ქართული ოცნების“ ინტერესებში მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, 16-28 თებერვალს, წინა ორ კვირასთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა მათი ინტერაქციების რაოდენობა.

ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირე მასშტაბის კამპანია შეინიშნებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი იყო ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტისკენ მოწოდება და პარტიის მხარდამჭერების მობილიზაციის მცდელობა.

ფეისბუქზე მოსაზრებების მობილიზაციაში, ანონიმური გვერდების გარდა, არაავთენტური/ყალბი ანგარიშებიც იყო ჩართული. ყალბი ანგარიშების მიერ დაწერილი კომენტარები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ოპოზიციის მოწინააღმდეგე გვერდების, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრების და სხვა პრო-სახელისუფლებო აქტორების გზავნილებს,“- ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია