თამარ გაბუნია - "ასტრაზენეკას" დოზების ათვისების პრობლემა ნამდვილად არ არის, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი დოზების მოპოვებაზე

"ასტრაზენეკას" დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ნამდვილად არ აქვს, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან "ასტრაზენეკა" არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში იმ არჩევანიდან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მეორე დოზებით აცრა დამატებით შემოტანილი ვაქცინით დაიწყება.

„ასტრაზენეკას“ დამატებითი რაოდენობა 43 ათასის ოდენობით ამ კვირაში დაგვემატა. პრაქტიკულად, პირველი შემოსული მარაგი ამოწურულია თითქმის და ჩვენ უკვე მეორე დოზებით აცრას დავიწყებთ იმ მარაგიდან, რომელიც შემოვიდა დამატებით. ნამდვილად არ არის ის რისკი, რომ "ასტრაზენეკას" დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ჰქონდეს, პირიქით აქტიურად ვმუშაობთ "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან "ასტრაზენეკა" არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში იმ არჩევანიდან რაც ჩვენ დღეს გვაქვს. 60 წლის და ზემოთ ასაკის პირებში "ასტრაზენეკას" ეფექტურობის შესახებ ძალიან მყარი მონაცემები არსებობს, ამდენად მაქსიმალურად ფართოდ შევეცდებით გამოვიყენოთ დამატებითი დოზები და ის დოზებიც, რომელიც შემოვა", - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "სინოფარმს" და "სინოვაკს" ავტორიზაცია არ მიუღია, საქართველოში "სინოფარმზე" აქტივობა იმაზე მაღალია ვიდრე "ფაიზერზე" იყო.

„ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი "სინოვაკის" და "სინოფარმის" სასარგებლოდ, ანუ ის ძირითადი დადებითი მხარეები, რომელიც ორივე ვაქცინას ახასიათებს ძალიან კარგად იყო ასახული შუალედურ ანგარიშებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. "სინოფარმზე" აქტივობა არის ძალიან მაღალი, იმაზე მაღალი ვიდრე "ფაიზერზე" იყო, როდესაც ის ქვეყანაში შემოვიდა. 25 000 ათასი ჯავშანია დღეს აქტიური, ასევე აცრილია ის მოქალაქეები, ვინც 4 მაისიდან იყვნენ დარეგისტრირებულები და რჩება ის, დოზები რომლებიც გამოყენებული იქნება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, საუბარი მაქვს პოლიციაზე, ასევე საჯარო სექტორის იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც განისაზღვრა, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებე, ასევე ჟურნალისტებზეც იყო საუბარი და ტურიზმის სექტორზეც. ნამდვილად არ აქვს "სინოფარმის" დოზებს არ ათვისების რისკი, პირიქით ძალიან აქტიური მოთხოვნაა "სინოფარმზე". შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეული რიცხვი ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, თუმცა დიდი ნაწილისთვის საკმარისად მყარი საფუძველი აღმოჩნდა შუალედური დასკვნები და სხვა ქვეყნების გამოცდილება", - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს