თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, რა სქემით უნდა აიცრას ის 300 პირი, რომელსაც პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს დღეებში, იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს თუ რა რეჟიმით უნდა აიცრან „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით უკვე ვაქცინირებული პირები, რომელთაც ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინაციის მიუხედავად, დაახლოებით 300 ადამიანი დაინფიცირდა.

„ეს რომ შესაძლებელი იყო ვიცოდით. ეს მოხდა როგორც „ფაიზერის“ პირველი დოზის მიღების შემდეგ, ასევე „ასტრაზენეკას“ მიღების შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მსუბუქი მიმდინარეობა. პაციენტები თავადაც აღნიშნავენ და დიდი ალბათობით, მათი მდგომარეობის მსუბუქ მიმდინარეობას მიაწერენ ვაქცინას. მათ ახლა ვუგეგმავთ მეორე დოზის მიღების რეჟიმს, ანუ როდისთვის იქნება მათთვის შესაძლებელი მეორე დოზის მიღება. ჩვენს გვაქვს კონსულტაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა დავაზუსტოთ რამდენად სწაფად შეგვიძლია მათ ჩვენ მეორე დოზა შევთავაზოთ. ის 120 დღე, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული რამდენადმე ხანგრძლივია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები უწევენ რეკომენდაციას 2 კვირას ან 30 დღეს. ამ დღეებში იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს ეს 300 ადამიანი როგორ ავცრათ,“- განაცხადა გაბუნიამ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს