თამარ გაბუნია - "რემდესივირი" ამ პერიოდის განმავლობაში 600-მდე პაციენტმა მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "რემდესივირი" ამ პერიოდის განმავლობაში 600-მდე პაციენტმა მიიღო.

მისივე თქმით, წამლის დამატებითი დოზების შემოტანა მნიშვნელოვანია.

„ჯერჯერობით "რემდესივირი" აღიარებული რჩება FDA-ის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანტარტული მკურნალობის სქემაში "რემდესივირი" არ არის შესული. ჩვენ ვიყენებთ "რემდესივირს" და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 600-მდე პაციენტმა მიიღო. კლინიკური ჯგუფები მიიჩნევენ, რომ კიდევ დამატებითი დოზების შემოტანა ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ გამოყენება. ჩვენი პირადი გამოცდილება პოზიტიურია. აღწერილი შემთხვევები მიუთითებს იმას, რომ შედეგი დადებითი იყო. რამე ფართომაშტაბური კვლევა გამოქვეყნებული არ არის. ჩვენ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც არ არის სამეცნიერო კვლევა", - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა