გიორგი ბოტკოველი - ევროკავშირის გირაო, ეს იქნება  ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტპატიმრის გამოსასყიდი - ნიკა ძალიან მალე თავისუფალი იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელიასთან საპატიმროში, საერთო პოლიტიკური საკითხები გაიარეს.

ბოტკოველის თქმითვე, ამ ეტაპზე, ნიკა მელიას გადაწყვეტილი არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებს.

"ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხში შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური და არ არის სხვა რეგიონის და სხვა ქალაქის, თუ შეთანხმებაზე და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, სხვა მუნიციპალიტეტებზეც უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რას და როგორ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია",- განაცხადა ბოტკოველმა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“