ირაკლი ღარიბაშვილი - დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში. თანავუგრძნობ ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა