ბაჩუკი ქარდავა - ნიკა მელია პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არ ფიქრობს, ის ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს და არა გაყოფაზე

ნიკა მელია პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არ ფიქრობს, ის ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს და არა გაყოფაზე, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ნიკა მელიასთან საპატიმროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქარდავა განმარტავს, მელიას კონკრეტული პოლიტიკური გეგმები აქვს.

„ნიკა აქტიურად არის პროცესებში ჩართული, მას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა უახლოესი პოლიტიკური ამოცანების დასაძლევად, ის წარსულზე არ ფიქრობს, მომავალზე ფიქრობს. კონკრეტული საუბარი ამ მომავალთან დაკავშირებით იყო. ეს შეხვედრა ერთჯერადი არ იყო. თუ ბიძინა ივანიშვილი მალე არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, მას შევხვდებით არა მის კაბინეტში, შევხვდებით ციხეში. ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისთვის რეფერენდუმად უნდა იქცეს და ასეც იქნება. ნიკა მელიამ ყურადღება გაამახვილა და ის ამისთვის მუშაობას აპირებს ოპოზიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ქარდავამ.

ამასთან, ბაჩუკი ქარდავა თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას უფრო სერიოზული გეგმები და ამოცანები აქვს, ის პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არ ფიქრობს, ის ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს და არა გაყოფაზე, ვინც ოპოზიციას ყოფს, ხედავთ და ვინც აერთიანებს, ეს ჩანს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა