სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მივიდა. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით მივიდნენ ადმინისტრაციაში მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და "ქართული ოცნების" წევრებთან მამუკა მდინარაძესთან და მიხეილ სარჯველაძესთან. შეხვედრის თემა სავარაუდოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონპროექტი იყო. აღნიშნულ კანონპროექტზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეტოს დადებას ითხოვენ.