მამუკა მდინარაძე - მელიამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა დაეთანხმა, რომ სააკაშვილის პირადი პატიმარი ყოფილიყო - სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება

მელიამ თავი ჩაიგდო სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად, ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იმიტომ, რომ მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიამ ბევრჯერ შეცვალა პოზიცია და ახლაც თუ შეიცვლის პოზიციას და დათანხმდება გირაოს, ეს კარგი იქნება.

„ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ თავის დროზე ბაქიბუქი, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და არ დათანხმდებოდა გირაოს. უამრავჯერ შეცვალა, მათ შორის, ეს პოზიცია. თუ მან ახლაც შეცვალა მორიგ ჯერზე პოზიცია, რომ მიიღებს და გირაოს პირობებს დათანხმდება, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ თავი ჩაიგდო სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად, ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იმიტომ, რომ მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია და როგორც ჩანს, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართულობით. ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს მისმა ხელმძღვანელმა სააკაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა თავად ის ადამიანი, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები”, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა არ ნიშნავს პოლიტპატიმრად აღიარებას და არავის ერიდება სახელის დარქმევა იმაზე, რაც არის.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს მოაწერს და პარლამენტშიც შევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა