მამუკა მდინარაძე - ისიც კი მოაფიქრდათ, რომ ალტერნატიული ამნისტია შეექმნათ, თუ დემონსტრანტია დაზარალებული, მისი თანხმობა იყოს საჭირო, თუ პოლიციელია, არა - ეს მიდგომა წარმოუდგენელია

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის სულისკეთება ერთ-ერთში ემთხვევა მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტის სულიკვეთებას.

როგორც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპონენტების მიერ წარმოებული კამპანია ნაწილობრივ პოლიციის წინააღმდეგ არის მიმართული.

„აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონპროექტის შედეგები და რომელიმე დაზარალებული ადამიანის დაფინანსება, მასზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე კავშირში იყოს ერთმენთთან. ეს თუ ვინმემ თქვა, ძალიან ცუდი ინტერპრეტაციაა ამნისტიის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების და ასეთი ინტერპრეტაცია არასწორი მოლოდინის შექმნის მცდელობას ჰგავს.

რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობას, წარმოიდგინეთ, ისიც კი მოაფიქრდათ, ალტერნატიული ამნისტია შეექმნათ და თუ დემონსტრანტია დაზარალებული, მისი თანხმობა იყოს საჭირო, ხოლო თუ პოლიციელია, მისი თანხმობა საჭირო არ იყოს. ახლაც ეს კამპანია ნაწილობრივ მაინც პოლიციის წინააღმდეგ არის მიმართული“,-განაცხადა მდინარაძემ.

მან ქართველ სამართალდამცველებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ეს მიდგომა წარმოუდგენელია, ვის აფიქრდება. რატომ არის პიარულად გაყიდვადი მათი მხრიდან?! რატომ აკადრებენ საქართველოს პოლიციას, რომ ეს დამოკიდებულება ჰქონდეთ. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას ყოველთვის ექნება. თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანია დაზარალებულია და მისი თანხმობა უნდა იყოს ხსენებული, პოლიციელის თანხმობაც უნდა იყოს საჭირო. თუ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვთანხმდებით იმაზე,რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, გადავშალოთ ეს ფურცელი. ჩვენ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის სულისკეთება ერთ-ერთში ემთხვევა შარლ მიშელის დოკუმენტის სულიკვეთებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს