მიხეილ სარჯველაძე ადმინსიტრაციულ კანონზე - არ მგონია, რომ უკანგადადგმულ ნაბიჯთან გვქონდეს საქმე,თუნდაც უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით

ამ კანონპროექტიდან გამომდინარე არ მგონია, რომ უკანგადადგმულ ნაბიჯთან გვქონდეს საქმე,თუნდაც უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე განაცხადა,რასთან დაკავშირებითაც დეპუტატ მამუკა მდინარეძესთან ერთად პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს ამ კანონპროექტის შინაარსზე.

სარჯველაძე ფიქრობს,რომ ახსნა-განმარტებები დამაჯერებელია იმისათვის, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებული აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო.

"კონკრეტულ არგუმენტაციას რაც შეეხება,პრინციპში, ეს იგივეა,რაც ითქვა.ერთ შემთხვევაში საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ერთგვაროვანი რეგულირების შეთავაზებაზე ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით და იქ არის გაუმჯობესება. მათ შორის, იმ მიმართულებით, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე სასამართლოსთვის წარდგენის აუცილებლობა გაჩნდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს აუცილებელი ვალდებულება.რასაკვირველია, ეს ამ კანონპროექტში პოზიტიური ცვლილებაა.რაც შეეხება 48 - საათიან და შემდგომ შეცვლილი 24- საათიან ლიმიტს, ესეც აბსოლუტურად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ახსნილი იქნა,რომ განმეორებითი, იგივე სამართალდარღვევის ჩადენა სამართალდარღვევისთვის სახდელშეფარდებული პირის მხრიდან, რასაკვირველია, უფრო გაზრდილ პასუხისმგებლობას მოითხოვს.ეს არის ლოგიკური", - აცხადებს სარჯველაძე.

სარჯველაძემ უპასუხა კითხვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს მიერ გამოთქმულ პოზიციაზე.

"მე ნამდვილად არ მგონია, რომ ამ კანონპროექტში რამე ისეთი არის, რომელიც შეიძლება პრობლემას ქმნიდეს,ვგულისხმობ შინაარსს. შესაბამისად, არ მგონია, რომ უკანგადადგმულ ნაბიჯთან გვქონდეს საქმე,თუნდაც უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ამ კანონპროეექტიდან გამომდინარე.ამ წუთას სასაუბრო გახლავთ ის, რამდენად სწორია კანონპროექტის არსი.შესაბამისად მართლაც ხომ არ ქმნის იმ პრობლემებს,რომელზედაც საუბრობდა ოპოზიცია.ამ მიმართულებით, როგორც ვხედავ, რეალური არგუმენტი ვერც მოვისმინე",- განაცხადა სარჯველაძემ

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, სარჯველაძე განმარტავს, რომ კარგი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ის არგუმენტი, რომელიც უნდა წარდგენილიყო "ქართული ოცნების" მხრიდან კანონპროექტთან მიმართებით, პრეზიდენტს წარედგინა.

"რაც შეეხება შემდგომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას ამის თაობაზე",- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო