გია ხუხაშვილი - იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება „ოდნავ ზემოთ“, როგორც მას უყვარს ამ გამოთქმის გამოყენება

პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჰქონდა, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი.

ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ციკლი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან იმართება, დიდი ალბათობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს უკავშირდება.

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში რეალურად არ ჩანს და როგორც ჩანს, კონტაქტზე არ გადის, მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას ჰქონდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები. ანუ როგორც იქნა, დაიწყო საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება, რაც მისასალმებელია. ის უკვე არა პარტიული ხაზით ხელმძღვანელობს, არამედ ცდილობს, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების ციკლის შემდეგ, ღარიბაშვილთან შეხვედრა განპირობებულია იმით, რომ ის მწიფდება ვეტოს დადებისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს ამბავი გამოიტანა, რომ არ მომეწონა მისი პოზიციებიო, რის შემდეგაც, ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, თვითონ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს და შეეცადოს დაითანხმოს პრეზიდენტი ამ ვეტოს უარყოფასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან მოქმედებები დაიწყო. მან, ფაქტობრივად, განდევნა ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკიდან, გახსოვთ შეთანხმება სად იქნა მიღწეული, სად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მასთან რეზიდენციაში, სადაც ხელმოწერაც მოხდა, მან ფაქტობრივად ჩააჩოჩა ღარიბაშვილი. მე პრეზიდენტთან მაქვს პრეტენზიები, ის საკმაოდ არადეკვატურად გამოიყურებოდა წინა პერიოდში, საკმაოდ პროვოკაციულადაც ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, იმ ფონზე რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება ოდნავ ზემოთ, როგორც მას უყვარს ამ გამოთქმის გამოყენება, ის არის პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ ოდნავ ზემოთ,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო