გია ხუხაშვილი - უახლოეს ორ კვირაში მთავარი ინტრიგა იქნება „ნაცმოძრაობაში“ ვინ აიღებს კონტროლს: მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი - სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს. უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს - მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია ამ პროცესში მელიას ხაზმა გაიმარჯვოს და მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ოფიციალურად დაისვენოს.

ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლოა, კომფორტული იყო, რადგან სწორედ მელიაა ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც სააკაშვილის რევოლუციური მოწოდებებისთვის უარის თქმა შეუძლია.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს, თუ რადიკალურად არა, საკმაოდ განსხვავებული. ჩვენ უკვე უნდა ვისაუბროთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ აიღებს კონტროლს, უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს - მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი. სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს. ბიძინამ ოფიციალურად დაისვენა და ასე ოფიციალურად დაისვენოს ცოტა ხანს მიშამაც, ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე ტელეფონზე.

მელიას ციხეში ჯდომა კომფორტს უქმნიდა სააკაშვილს, მას უყოფდა პარტიულ ძალაუფლებას ფაქტობრივად. ბოლო პერიოდში მელიამ მოახერხა და შექმნა საკუთარი პოლიტიკური სახე ანუ საკუთარი პოლიტიკური წონა შეიძინა და სააკაშვილს შეუქმნა საფრთხე ანუ ექსკლუზივი პარტიაზე სააკაშვილმა დაკარგა. ქვეცნობიერად სააკაშვილისთვის კომფორტულია, როდესაც მელია არის მოლოდინის რეჟიმში გადასული. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებზე პარტიაში უთხრას „არა“, არის მელია და თავისი გაიტანოს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მისთვის არ არის კომფორტული ფიგურა მაინც და მაინც“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთანავე, ექსპერტის შეფასებით, მელიამ ევროკავშირის გირაოს გადახდაზე აქამდე არსებული უარით ცოტა გადაამლაშა და სჯობდა აქამდე დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ხუხაშვილის თქმთ, მელიას უარმა გირაოზე თავისი პოლიტიკური საქმე უკვე გააკეთა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გადაამლაშა მელიამ, სჯობდა ცოტა ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი და გაეფორმებინა გამარჯვება, რომელიც დიდწილად მან მოიტანა. მელიამ შედეგად მიიღო რაღაც ტიპის შეთანხმება და ჩაჭრა ეს მანკიერი სქემა, რასაც ჰქვია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, მათი კონსერვაცია და ადამიანების შანტაჟი, პრესინგი და ვაჭრობა ამ პოლიტიკური თემით. მე ვფიქრობ, ეს ორივე ამოცანა დღეს არის შესრულებული. კარგი იქნებოდა, რომ როდესაც მან ცნობილი განცხადება გააკეთა ციხიდან, სჯობდა, მაშინვე გამოსულიყო, თუმცა ახლა გამოსვლაც კარგია, იმიტომ, რომ რამდენიმე პრობლემა იქმნება მისი ციხეში ჯდომით. ხედავთ, რომ ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირების სახე მიიღო ამ ყველაფერმა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება