ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ქვეყანას დიდად დაეხმარება დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის მქონე ისეთი სპეციალისტის გამოცდილება, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი.

მინისტრმა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს გააცნო სამინისტროს მიერ მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგია და პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის გააქტიურებისა და კაპიტალის მოზიდვის კუთხით.

მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ პროგრამებზე, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს. ითქვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება საინვესტიციო ლოკაციების საკონსულტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშშ - ისა და ევროპის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პოპულარიზებას ეწევიან.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა