სალომე სამადაშვილი - იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა

ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.

როგორც სამადაშვილმა განმარტა, მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა, აუცილებლად მოახდენენ ინიცირებას ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში.

„შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა. როდესაც კანონი ძალაში შევა, ჩვენ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას შესაბამის ცვლილებებს კანონში. აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებების განხილვა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობის პირობებში, მათ შორის პარლამენტში. ვფიქრობ, მითუმეტეს უნდა გამოეჩინა პრეზიდენტს მეტი პოლიტიკური ნება და ესარგებლა ვეტოს უფლებით. მისი დისკრეციული უფლებაა ვეტოს გამოყენება, შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ვიწრო ინტერპრეტაცია მიეცა, ამ დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და განეცხადებინა, რომ მას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ვეტო გამოეყენებინა. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს