გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე - უტიფრობის დემონსტრირებაა - ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური, კეთილი ნება გაქვს

უტიფრობის დემონსტრირებაა, რა ფორმითაც ილაპარაკა, ამ აბსურდული ვითომ არგუმენტით, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არ გამოყენებას გამოეხმაურა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

“რაც ახლა ვიხილეთ, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან როგორც შინაარსით, ისე ფორმით, არის უტიფრობის დემონსტრირება, საოცარად შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის - ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც, რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო.

ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია და განხილვა არ იყო, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას". თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა