ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში" და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გაგვაჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით.

„აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ინვესტორების მოზიდვა. ასევე ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო უცხოურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს. ამ კუთხით, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბატონი ჰუდაკის გამოცდილება, მისი კავშირები ევროპელ ინვესტორებთან ევროპელ ფონდებთან, დონორებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისის დროს.

"და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, მცირე საწარმოების სწრაფი დახმარება და რაც შეიძლება მეტი დასაქმება", - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა