საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 დოზა “სინოფარმის” ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტიის ნათია ლოლაძის განცხადებით, ჩინეთისწითელი ჯვრისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის ნათია ლოლაძის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელის სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. მათივე განმარტებით, ამ მიმართულებით ტარდება არაერთი ღონისძიება, მათ შორის, მიმდინარეობს მუდმივი საინფორმაციო კამპანიები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები საინფორმაციო მასალებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ავრცელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 1-ლი მაისიდან წითელი ჯვრის ქვემო ქართლის ფილიალების თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ვაქცინაციის მსურველ ადგილობრივ მოსახლეობას, წითელი ჯვრის ცხელი ხაზის ოპერატორების დახმარებით, რეგისტრაციის გავლაში ეხმარებიან,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა