ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია გირაოზეც თანახმაა და იხვეწება, გავა რამდენიმე ხანი და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა,  მეტიც, რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის

ნიკა მელია გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა რამდენიმე ხანი და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და მეტიც, რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, მელიამ მიხეილ სააკაშვილის დავალება უთქმელად შეასრულა და თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო.

„კანონთან ნულია როგორც მელია, ასევე ყველა სხვა. აქაც დამარცხდა ბატონი მელია. დამარცხდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ ვერავინ გამოიყვანდა და გირაოზე უარს იძახდა. ვნახეთ, რომ დღეს უკვე გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა რამდენიმე ხანი და ბატონი მელია იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და მეტიც, კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას. მან პირდაპირ, უთქმელად შეასრულა ბატონი სააკაშვილის დავალება და თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო, როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, მელია სააკაშვილის "ლაბირინთებშია გახლართული“.

„მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც, ალბათ, დაუხაზა, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო. ამიტომ მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული, რის გამოც ადამიანურად ნამდვილად შესაცოდია“, - აცხადებს ღუდუშაური.

იხილეთ ვიდეო:ალუდა ღუდუშაური - ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა