სოზარ სუბარის შეფასებით, კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

თავისთავად ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, პრეზიდენტი უმრავლესობას არ დაეთანხმა კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაში, თუმცა გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია.

სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი და მას ეს არაერთხელ დაუდასტურებია. გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ შეეხებოდა მხოლოდ ორი. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან და უმრავლესობის წევრებთან - მიხეილ სარჯველაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო აგვეხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. პრეზიდენტი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებების დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი და ამაზე მან გაგვაკრიტიკა. ეს ის თემაა, რასაც შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ სრულად გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯდება სტანდარტში და არის საჭირო, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები განმეორებითი გამოხტომებისგან, დასაცავი სუბიექტები შეიძლება იყვნენ რიგითი მოქალაქეებიც და პოლიციელებიც. ეს ცვლილებები არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაც კი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს“,- განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა