ირაკლი ქარსელაძე - პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩდება ეკონომიკური განვითარებისთვის და მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება ეკონომიკური განვითარებისთვის, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის და ვიზიტორებისთვის - კიდევ უფრო საინტერესოდ გაატარონ შესაბამისი პერიოდი რეგიონში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური კომისია უკვე ადგენს იმ მდებარეობებს, სადაც ახალი სახელმწიფო პროგრამით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არქიტექტურულ-ურბანულ პროექტებს დაამუშავებენ, შემდეგ კი მათ სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ.

ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ბათუმში შეიქმნება ახალი ბულვარი და მოეწყობა მწვანე სივრცე, რაც ხელს შეუწყობს როგორც არსებული განაშენიანებების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე ახალი განაშენიანებების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ბულვარის მოწყობასთან დაკავშირებით ასევე საინტერესო პროექტი აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტს.

„ქობულეთში, იქ სადაც დღეს რეალურად არაფერი არის და ამავდროულად დიდი პოტენციალია, ბულვარის საინტერესო კონცეფცია რეკრეაციული სივრცის გარდა დატვირთული სპორტული, გამაჯანსაღებელი და სხვა ფუნქციური ელემენტებით, რაც საშუალებას მისცემს ბავშვებს, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს უფრო საინტერესოდ გაატარონ დრო“,- აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ დადებითად შეაფასა ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის პროექტი და იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში მონაწილე არქიტექტურული და ურბანული კომპანიები შეძლებენ მდებარეობის თვისებრივად ბევრად უფრო საინტერესოდ, ფუნქციურად და ახალი შესაძლებლობებით დატვირთვას.

„მთლიანობაში, ის აღმშენებლობის პროცესი, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს, მათ შორის ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც არის ხულო-ზარზმა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უსაფრთხო გადაადგილებას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არამედ უშუალოდ ხულოს ინფრასტრუქტურის, როგორც ტურისტული მდებარეობის მნიშვნელოვნად განვითარებას“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით,

უკვე გაიმართა აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და ოზურგეთში. მომდევნო კვირიდან კომისიები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაიმართება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერების ღირებულება 160 მილიონი ლარს შეადგეს.

იხილეთ ვიდეო:პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ბათუმში გამართა

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა