კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალებას ედავება, ევროკავშირი კი ფულს იხდის, რომ ის გარეთ გამოვიდეს

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ნიკა მელიას გადატრიალებას ედავება, ევროკავშირი კი ფულს იხდის, რომ ის გარეთ გამოვიდეს.

როგორც ოქრიაშვილმა ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის, რომ გირაო არის ჩარიცხული, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს.

ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მისი თანხმობა არ იყო საჭირო და არ მიუცია ამ ჩარიცხვაზე. მაგრამ აქ არის მთავარი ის, რა მოხდა ამ თანხის ჩარიცხვით - „ქართული ოცნება“ ადამიანს ედავება, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ევროკავშირმა კი ფული გადაიხადა, რომ გამოვიდეს გარეთ. ეს არის დიაგნოსტირება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა უბრალოდ, მართალ ადამიანებს ანადგურებს და ციხეში სვამს.

ნიკა მელია არის კარგ ფიზიკურ ფორმაში, რომ გამოვა დღეს ან ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ. ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე - პოლიტიკაზე, რეიტინგებზე, ის წუხს, რომ მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ წინსწრებით მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. სურს, რომ იყოს ოპოზიციური ერთობა. ჩვენც დავეთანხმეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ერთობაა, მაგრამ ვინ არიან ეს ოპოზიციონერები? არიან „მოქალაქეები“ - არ არიან, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციური პარტია? აქ დიდი კითხვის ნიშანია დასმული მისი ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. ნამდვილი, რეალური ოპოზიცია მოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის და ადგილობრივი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო