საია-ს თავმჯდომარე - ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე, ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რატომ მოხდა ორგანიზაციის ჩართვა საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდისას და სად ჩარიცხა ორგანიზაციამ აღნიშნული გირაო.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, საია პროცესში მონაწილეობას დათანხმდა იმიტომ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში“.

„თქვენ ნახეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობის განცხადება, რომ გადახდილია ნიკა მელიას გირაო, ხოლო ჩვენ გადავრიცხეთ ბიუჯეტში ეს თანხა იმისთვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა. შესაბამისად, ეს თანხა უკვე გადახდილია, ერთ საათზე მეტი ხნის წინ გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ჩვენი ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან. ჩვენ ამაში მონაწილეობას დავთანხმდით იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკური კრიზისის წინაშე, მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია და განსაკუთრებით გაღრმავდა საპარალმენტო არჩევნების შემდეგ. სიტუციის ესკალაცია გამოიწვია სწორედ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის შემდეგ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და მათი მონაწილეობით სიტუაციის განმუხტვა.

19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ეს შეთანხმება სრულად იმპლემენტირებულიყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირს დასჭირდა ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა გადახდილიყო, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ გირაოს თანხის გადახდაში დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად, ამ თანხამ გაიარა ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენი გავლით მოხვდა ბიუჯეტში“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

იხილეთ ვიდეო: საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, რატომ ჩაერთო ორგანიზაია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდისას

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო