ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვა დღესაც შეუძლია და ორშაბათსაც

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვა დღესაც შეუძლია და ორშაბათსაც.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საია-მ ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაო 40 000 ლარი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა. კითხვაზე, უპრეცედენტოა თუ არა ფაქტი, როცა ჯერ გირაოს თანხას იხდიან და ამის შემდეგ მიმართავს პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით, სიმონიშვილი პასუხობს, რომ ნიკა მელიას საქმე გამონაკლისია.

„ორივე შესაძლებელია. ზოგადად, პირიქით ხდება, ჯერ შუამდგომლობა შედის სასამართლოში და შემდეგ გირაოს თანხა ირიცხება, თუმცა, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. პრინციპში, არ გვიკვირს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად, ეს პროცესი პოლიტიზირებული იყო და ყველაფერი ახალი, ამ პროცესებში ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ასე, რომ მოითხოვა პროკურატურამ, არ გვიკვირს, თუმცა, ეს არც კანონით არის აკრძალული. შესაძლებელია, დღესვე წავიდეს პროკურატურა სასამართლოში, შეიძლება ორშაბათსაც წავიდნენ, დღესვე ამის გაკეთების შესაძლებლობას პროკურატურას კანონმდებლობა აძლევს. ჩვენ ასეთი პრეცედენტი არ გვქონია, თუმცა, ეს გამორიცხული არ არის, ანუ შესაძლებელია, ასეთიც არსებობდა, მე არ ვამბობ, რომ ასეთი არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ არ გვქონია, თუმცა, კანონით ეს შესაძლებელია, უბრალოდ, უფრო ლოგიკურია, ჯერ შუამდგომლობა შევიდეს და მერე შეიცვალოს განჩინება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა