გიგა ბოკერია - მელია უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ის  პოლიტპატიმარია - „ევროპული საქართველო“ შეთანხმებას არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდება

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია შეთანხმების დოკუმენტს არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდება.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება კარგი ამბავია, თუმცა ერთადერთი ხინჯი, რომელიც ამ პროცესს აქვს არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს „პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა“ მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევამ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესი წინ ვერ წასწია და პირიქით, დააზიანა.

„ევროპული საქართველო“ არც ერთ შემთხვევაში შეთანხმებას არ შეუერთდება, ჩვენ არ ვიქცევით იმის მიხედვით, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ვიქცევით ისე, რაც მიგვაჩნია სწორად ქვეყნის ინტერესებისთვის. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ყველანაირად კარგი ამბავი, თუმცა ერთადერთი ხინჯი რაც ამ პროცესს აქვს არის ის, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით.

ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ვინაიდან ის არის პოლიტპატიმარი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი გათავისუფლება, ეს იყო ხელისუფლებისთვის პრობლემა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ორივე ფრონტზე. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიღწევამ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესი წინ ვერ წასწია და პირიქით, დააზიანა, მიუხედავად ამისა, ამ ვითარების ამოქაჩვა არის შესაძლებელი ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით, მოტივაციის შექმნით და იმ ვითარების შექმნით, სადაც ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმური მეთოდებითაც კი არ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებლად იქნება და როცა საჭიროა, მშვიდობიანი პროტესტიც“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა