პროკურატურის განცხადებით, როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყების წინადადება, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ისინი სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ, ძალაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურაში აცხადებენ, რომ წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა