„ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორი - კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“, - აცხადებს „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა